Wednesday 19 December 2012

ბამბუკის დათვი

პანდა

ბამბუკის დათვიდიდი პანდა, ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა, რომელიც მსოფლიოს იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება.მათი რაოდენობა ძალიან მცირდება, თუმცა დღესდღეობით მრავალი ღონისძიება ტარდება მათი გადარჩენის უზრუნველსაყოფად. სხეულის სიგრძე 1,5მ-მდეა, წონა 100 კგ-მდე. აქვს თეთრი ბალანი ყურებზე, ფეხებზე, კუდის წვერზე და მხრების მიდამოებში კი - შავი. ძირითადი კბილები მძლავრი და ბლაგვია.მხოლოდ პანდასთვის არის დამახასიათებელი წინა კიდურებზე დიდი ზომის ცერი.ეს არის მაჯის განსაკუთრებული ძვალი, რომელიც დაფარულია სქელი ბეწვით და ეხმარება ცხოველს კვების დროს.პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ,ნესტიან ტყეებში,1200-4000 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი.ბამბუკის ტყეები აქ 30000 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000 კვ.კმ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში,ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ.გიგანტური პანდა აქტივობას ღამით გამოხატავს.მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ.ამისათვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილას, ან ხის ფუღუროში.შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გიგანტური პანდების რიცხვი ბუნებაში კლებულობს,აღიარეს,რომ ეს ჯიში გადაშენების ზღვარზეა.ადრე პანდებზე ნადირობდნენ კიდეც.ახლა მათი გადაშენების ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ პანდების საბინადრო ტყეები უმოწყალოდ იჩეხება.მათ ადგილას შენდება დიდი ცივილიზებული ქალაქებიდა რაიონები.პანდა არის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სიმბოლო, რამაც მას ერთგვარი რეკლამა გაუკეთა, რის შედეგადაც ჩინეთის მთავრობამ სერიოზული ღონისძიებები გაატარა მათ დასაცავად.
წყარო



No comments:

Post a Comment