Wednesday 19 December 2012

უპატრონო ცხოველები !

ქვეყანაში არსებობს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”, რომელიც დაუღალავად იბრძვის აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით საქართველოში უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს არაჰუმანური მეთოდებით ბრძოლა. ალბათ არაერთი სიუჯეტი გვინახავს ტელევიზიით ან გვსმენია, რაც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სამსახურების მიერ პრობლემის ძირითადი არსის შესწავლის გარეშე მიმდინარეობს ცხოველების მასობრივი განადგურება არაჰუმანური, ”სადისტური მეთოდებით”. არ ხდება დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირება ანუ მფლობელის დადგენა, სამედიცინო გამოკვლევა და ჯანმრთელი ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა თუმცაღა რა თავშესაფაარზეა საუბარი როცა ქვეყანას თუ არ ვცდები თავშესაფარი საერთოდ არ გააჩნია სადაც ცხოველებს სათანადო დახმარებას გაუწევენ..
ალბათ ბევრი ჩვენგანი მიუხედავად ყველაფრისა მზად არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად,რომლითაც ისინი შეძლებენ დაიცვან ცხოველთა უფლებებ
თუ თქვენ გყავთ ძაღლი ან კატა, იზრუნეთ მათთვის , თუ თქვენ არა გყავთ ძაღლი ან კატა, და გსურთ მისი აყვანა, კარგად დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა ამისთვის. გახსოვდეთ, რომ ძაღლსა და კატას სათანადო კვება და მზრუნველობა ესაჭიროება, რის გარეშეც იგი შესაძლოა დაავადდეს.თუ ამის საშუალება გაქვთ, დააპურეთ ან შეიფარეთ უსახლკარო ცხოველები.თუკი თქვენი მეზობლები აპირებენ დამჭერი ბრიგადის გამოძახებას ახლომახლო მცხოვრები უწყინარი უპატრონო ცხოველების თავიდან მოსაცილებლად, აუხსენით მათ, თუ რა ბედი ელის დაჭერილ ცხოველებს. ეცადეთ, რომ ყოველგვარი კანონიერი გზით ხელი შეუშალოთ უწყინარი უპატრონო ცხოველების “სასაკლაო ორმოში” მოხვედრას.
წყარო

No comments:

Post a Comment