Wednesday 19 December 2012

უპატრონო ცხოველები !

ქვეყანაში არსებობს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”, რომელიც დაუღალავად იბრძვის აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით საქართველოში უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს არაჰუმანური მეთოდებით ბრძოლა. ალბათ არაერთი სიუჯეტი გვინახავს ტელევიზიით ან გვსმენია, რაც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სამსახურების მიერ პრობლემის ძირითადი არსის შესწავლის გარეშე მიმდინარეობს ცხოველების მასობრივი განადგურება არაჰუმანური, ”სადისტური მეთოდებით”. არ ხდება დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირება ანუ მფლობელის დადგენა, სამედიცინო გამოკვლევა და ჯანმრთელი ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა თუმცაღა რა თავშესაფაარზეა საუბარი როცა ქვეყანას თუ არ ვცდები თავშესაფარი საერთოდ არ გააჩნია სადაც ცხოველებს სათანადო დახმარებას გაუწევენ..
ალბათ ბევრი ჩვენგანი მიუხედავად ყველაფრისა მზად არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად,რომლითაც ისინი შეძლებენ დაიცვან ცხოველთა უფლებებ
თუ თქვენ გყავთ ძაღლი ან კატა, იზრუნეთ მათთვის , თუ თქვენ არა გყავთ ძაღლი ან კატა, და გსურთ მისი აყვანა, კარგად დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა ამისთვის. გახსოვდეთ, რომ ძაღლსა და კატას სათანადო კვება და მზრუნველობა ესაჭიროება, რის გარეშეც იგი შესაძლოა დაავადდეს.თუ ამის საშუალება გაქვთ, დააპურეთ ან შეიფარეთ უსახლკარო ცხოველები.თუკი თქვენი მეზობლები აპირებენ დამჭერი ბრიგადის გამოძახებას ახლომახლო მცხოვრები უწყინარი უპატრონო ცხოველების თავიდან მოსაცილებლად, აუხსენით მათ, თუ რა ბედი ელის დაჭერილ ცხოველებს. ეცადეთ, რომ ყოველგვარი კანონიერი გზით ხელი შეუშალოთ უწყინარი უპატრონო ცხოველების “სასაკლაო ორმოში” მოხვედრას.
წყარო

ბამბუკის დათვი

პანდა

ბამბუკის დათვიდიდი პანდა, ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა, რომელიც მსოფლიოს იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება.მათი რაოდენობა ძალიან მცირდება, თუმცა დღესდღეობით მრავალი ღონისძიება ტარდება მათი გადარჩენის უზრუნველსაყოფად. სხეულის სიგრძე 1,5მ-მდეა, წონა 100 კგ-მდე. აქვს თეთრი ბალანი ყურებზე, ფეხებზე, კუდის წვერზე და მხრების მიდამოებში კი - შავი. ძირითადი კბილები მძლავრი და ბლაგვია.მხოლოდ პანდასთვის არის დამახასიათებელი წინა კიდურებზე დიდი ზომის ცერი.ეს არის მაჯის განსაკუთრებული ძვალი, რომელიც დაფარულია სქელი ბეწვით და ეხმარება ცხოველს კვების დროს.პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ,ნესტიან ტყეებში,1200-4000 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი.ბამბუკის ტყეები აქ 30000 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000 კვ.კმ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში,ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ.გიგანტური პანდა აქტივობას ღამით გამოხატავს.მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ.ამისათვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილას, ან ხის ფუღუროში.შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გიგანტური პანდების რიცხვი ბუნებაში კლებულობს,აღიარეს,რომ ეს ჯიში გადაშენების ზღვარზეა.ადრე პანდებზე ნადირობდნენ კიდეც.ახლა მათი გადაშენების ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ პანდების საბინადრო ტყეები უმოწყალოდ იჩეხება.მათ ადგილას შენდება დიდი ცივილიზებული ქალაქებიდა რაიონები.პანდა არის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სიმბოლო, რამაც მას ერთგვარი რეკლამა გაუკეთა, რის შედეგადაც ჩინეთის მთავრობამ სერიოზული ღონისძიებები გაატარა მათ დასაცავად.
წყარო



გადაშენებული ცხოველები და ფრინველები

ცხოველთა სამყაროს საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველოს ალპური ზონა. აქაური ცხოველთა სამყარო ორიგინალურია. რთული რელიეფი, სუსხიანი ჰავა და უტყეობა თავისებურ დაღს ასვამს ცხოველებს - აქ არსებობა შეუძლიათ მხოლოდ თოვლსა და ხანგძლივი ზამთრის პირობებთან შეგუებულებს. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კავკასიისთვის ენდემური ჯიხვი. იგი ზაფხულობით ალპურ საძოვრებზე ბალახობს, ზამთარში კი ჩამოდის ტყის საზღვრამდე და იკვებება გამხმარი ბალახით, ხავსებით და ლიქენებით.
ქურციკი
საქართველოში ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ცალკეულ ცხოველთა გავრცელების არეალი, ზოგიერთი მათგანი მოისპო კიდეც. მაგალითად, მე-20 საუკუნის პირველ მოთხედში მოკლულ იქნა უკანასკნელი დომბა, მეორე ნახევარში - ქურციკი.
ხოხობი 

მნიშვნელოვნად შემცირდა ნიამორისა და ხოხობის როგორც გავრცელების არეალი, ასევე რაოდენობა.

იმ სახეობათა დასაცავად და გადასარჩენად რომლებიც გადაშენების პირასაა მისული საჭიროა შეიქმნას ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები. საჭიროა გამკაცრდეს ცხოველთა დაცვისაკენ მიმართული კანონები. პირველ რიგში საჭიროა ადამიანები მიხვდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველთა დაცვა და გადარჩენა ჩვენთვის.

წყარო


როგორ დავიცვათ ცხოველები

10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, თბილისში საქართველოს ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი საგანგებო შეხვედრის მოწყობას გეგმავს. ცხოველთა უფლებების დამცველები ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტა ვერ ხერხდება ...ჩემი აზრით ქართული საზოგადოება ჰუმანურობის დეფიციტს განიცდის
ცხოველების განადგურებამ მაშტაბური სახე მიიღო მთელს მსოფლიოში. ცხოველთა მრავალი სახეობა გადაშენების პირას არის მისული ადამიანების დაუდევრობის გამო. სამწუხაროდ დღეისათვის ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს თუ ესმის რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა ჩვენს სამყაროში. უპირველეს ყოვლისა, ცხოველთა განადგურება უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოზე. მათი განადგურების მიზეზი ცხოველთა ტყავისა და ბეწვის მრავალმხრივი გამოყენება ან უბრალოდ ნადირობაა.
დედამიწა
დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის საუკეთესო პირობების წყალობით ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია თავისი სახეობებით, თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა დედამიწაძე მნიშვნელოვანი კლიმატური ცვლილებების გამო ჩვენამდე ვერ მოაღწია.


თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების გამო საქართველო მდიდარია ცხოველთა მრავალფეროვნებით. საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სახეობები. მათგან საქართველოში ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური სახეობები.





ცხოველის დააავადება


evropaSi cofi dResac mZvinvarebs! cofis daavadebaze msoflio zedamxedvelobisa da kvlevis centris monacemebiT 38-dan mxolod 8 qveyana acxadebs, rom amJamad mas es problema aRar awuxebs. saqarTvelo im qveyanaTa siaSia, romlebic am zoonozs(cxovelis daavadeba) ebrZvian. Amitom, 1999 wels Cvenma misiam TbilisSi veterinaris doqtor, qalbaton aziade faresis xelmZRvanelobiT da saqarTvelos veterinariis departamentis ZalisxmeviT cofis progresirebis aRsakveTad mTeli saqarTvelos masStabiT brZola gaCaRda 2002 wlisaTvis ukve im daskvnamde mivediT, rom qveynis mosaxleobam gaacnobiera is saSiSroeba, rasac mas cofi uqadda. Gaumjobesda kontroli am daavadebaze. 2002 wlis seqtemberSi TbilisSi Catarda saerTaSoris seminari, romlis mizani mecxoveleobisa dargis adgilobrivi specialistebis, profesionali veterinarebis da ucxoeli eqspertebis erToblivi ZalisxmeviT saqarTvelosTvis cofis winaaRmdeg brZolis aTwliani strategiis SemuSaveba iyo. Proeqtis farglebSi ganxorcielebulma samuSaom, Tundac, dawyebiT klasebSi Catarebulma kampaniam cxadyo, rom mosaxleoba ufro gagebiT moekida cofis problemas: ZaRlebis mflobelebi Tavs aRar arideben sakuTar ZaRlebis savaldebulo acras. ( vensas briaki, vsf-suisse-is direqtori) ვეტერინარები საზღვრებს გარეშე - შვეიცარია(vsf-suisse) არსამთავრობო ორგანიზაციაარომელიც მეცხოველეობის დარგში მუშაობსასევესპეციალიზებულია მეცხოველეობისკერძოდშინაური ცხოველების ჯანმრთელობის იმ საკითხებშირომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდებათავდაპირველადორგანიზაციის მუშაობა ქალაქის ტიპის დასახლებებში ცოფის პრობლემებთან ბრძოლით შემოიფარგლებაპროგრამის ძირითადი ამოცანა და მიზანი საინფორმაციო და ვანქცინაციის კამპანიების მეშვეობით ადამიანთა სიკვდილიანობის შემცირება იყო. vsf-suisse საქართველოში 1999 წლიდან მუშაობს და შემდეგ საქმიანობას ეწევავაქცინაციის კამპანიების ჩატარება ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში საქართველოს ვეტერინალურ სამსახურებთან თანამშრომლობითთბილისისა და რაიონების ვეტერინარული სამსახურის საჭირო ხელსაწყოებით დახმარებაადგილობრივ თვითთმართველობასთან ან არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით ცოფისა და სხვა ინფექციური დაავადებების შესახებ (რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშიასაინფორმაციო კამპანიების ჩატარებასაშუალო სკოლებში ცოფის დაავადების საშიშროების კამპანიების ჩატარება საქართველოს მასშტაბით. 


თბილისის სკოლებში ცოფის დაავადების ცნობიერების ამაღლების პროექტის მეორე ნაწილი საცდელი პროექტის გაგრძელებააამ ღონისძიებაში სულ 84 სკოლა იყო ჩართულიანუთბილისის სკოლების 49,7 პროცენტისკოლებს დაურიგდათ ქართულ და რუსულ ენებზე შესრულებული პლაკატებივინაიდან „ვეტერინარები საზღვრებს გარეშე შვეიცარისა“ არ ჰქონდა ცოფის დაავადების საკითხებზე თბილისის ყველა სკოლაში საუბრების ჩასატარებლად საკმარისი სახსრებითითოეულ რაიონში რამდენიმე სკოლა შეირჩა.ეს პროექტი 2001 წლის თებერვალშიზამთრის არდადაგების დამთავრებისთანავე დაიწყო და 2001 წლის 31 მაისსგამოცდების დაწყების წინ დამთვარდაშერჩეულ სკოლებში საუბრები ჩვენი ორგანიზაციის ორმა წარმომადგენელმა ჩაატარაამ უფასო საგანამნმანათლებლო აქციას მოსწავლეებიც და სკოლის ადმინისტრაციაც დიდი ინტერესით მოეკიდა.შეხვედრებზე არაერთი ბავშვი მოყვა ამ ამბავს იმის შესახებთუ როგორ დაკბინა ძაღლმა (უფრო ხშირადმაწანწალა ძაღლმა), მაგრამ დატუქსვის შეეშინდა და მშობლებს ამის შესახებ არაფერი უთხრაჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბავშვებს და მასწავლებლებს ხასგასმით განუმარტესრომ დაკბენის ნებისმიერი ფაქტის განცხადება აუცილებელიარადგან ცოფიანი ძაღლის ნაკბენმა შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოსდაკბენის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ ბავშვმა ჯერ მშობლებს უნდა შეატყობინოსმშობლებმა კი ბავშვი დაუყოვნებლივ უახლოეს საავადმყოფოში უნდა წაიყვანონ.განათლების სამინისტროს ნებართვით რუსთავის საშუალო სკოლების დაწყებით კლასებში ანალოგიური პროექტი განხორციელდაქალაქი არჩეულ იქნა იმიტომრომ დაკბენის შემტხვევების მაჩვენებელი იქ ყველაზე მარალი იყოდირექტორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი პროექტს და დასძინესრომ რუსთავშისადაც ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებულიმოსახლეობა ცოფის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს და ამდენადარ შეუძლია დაავადება თავიდან აიცილოს.უნდა ითქვასრომ ბავშვთა ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების პროგრამამ მიზანს მიაღწია.
წყარო